ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ
ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

A+ A-

18:12 10/09/2019

ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ.

ხადურის პანაშვიდები 12-13 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, 14 სექტემბერს კი სიონის ტაძრიდანვე მოხდება მისი გამოსვენება.

შეგახსენებთ, 49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.