"კურიერს" ნინო შუბლაძესთან ერთად, ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს
"კურიერს" ნინო შუბლაძესთან ერთად, ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

A+ A-

18:54 10/09/2019

“2020NEWS“-ის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ "რუსთავი 2"-ის მთავარ საინფორმაციო გადაცემას "კურიერს" ნინო შუბლაძესთან ერთად, ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს.

ქიბარ ხალვაშის გუნდმა, არხზე სამუშაოდ, საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერად, გამოცდილი კადრი, ხათუნა ბერძენიშვილი მიიწვია.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით, არც ადასტურებს და არც უარყოფს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

"ჩვენი არხის მეშვეობით გაიგებთ ყველა სიახლეს, ვინ მოვა და ვინ იმუშავებს "რუსთავი 2"-ზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - განუცხადა “2020NEWS“-ს პაატა სალიამ.

თავად ხათუნა ბერძენიშვილი მედიასთან ურთერთობას ერიდება. “2020NEWS“ მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას,

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბერძენიშვილს საინფორმაციო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საგულისხმოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით ბერძენიშვილმა მედიასივრცე დატოვა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იგი კრწანისის რაიონის გამგებელი იყო.

ბერძენიშვილი ამჟამად "ევროპული საქართველოს" წევრია. იგი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება.