აბაშიძე-კარასინის ფორმატს აბაშიძე-ივანოვის ფორმატი შეცვლის? - მუშაობა გაგრძელდება - ზურაბ აბაშიძე
აბაშიძე-კარასინის ფორმატს აბაშიძე-ივანოვის ფორმატი შეცვლის? - მუშაობა გაგრძელდება - ზურაბ აბაშიძე

A+ A-

18:56 10/09/2019

რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურა აბაშიძე “2020NEWS“-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გრიგორი კარასინის ნაცვლად, ევგენი ივანოვის დანიშვნას ეხმაურება.

მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ვინ ჩაანაცვლებს გრიგორი კარასინს აღნიშნულ ფორმატში, ჯერჯერობით, უცნობია.

“ეს ფორმატი მუშაობას გააგრძელებს. თუ ვინ იქნება რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი, ჯერ ჩვენთვის უცნობია. ამის შესახებ ახლო მომავლში შევიტყობთ ოფიციალურად. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილს ევგენი ივანოვი დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს. რუსული პრესის ცნობით, გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმერ პუტინმა მიიღო.

გრიგორი კარასინიკი, რუსეთის საკანონდებლო ორგანოს ზედა პალატაში სახალინის სენატორად წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ კარასინი ახლახან 70 წლის გახდა და რუსული კანონმდებლობით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.