“ოცნების“ დეპუტატები პირად სარგებელს ნახავენ - დავით ჭიჭინაძე
“ოცნების“ დეპუტატები პირად სარგებელს ნახავენ - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

11:02 11/09/2019

მოსამართლეთა სიის დამტკიცებაზე პარტია “ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “2020NEWS“ -თან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიასთან დაკავშირბით აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ სიას მხარს დაუჭერენ და პირად სარგებელს მოიპოვებენ.

“დაველოდოთ შედეგებს. იმ დეპუტატს, რომელიც ხმას მისცემენ მოსამართლეების 20 კაციან სიას, ეს გადაწყვეტილება წარმატებას ნამდვილად არ მოუტანს. შესაძლოა, დეპუტატებმა ხმა მისცენ კანდიდატებს და ეგონოთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში პრობლემები აღარ შეექმნებათ, მაგრამ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, დეპუტატები ამ გადაწყვეტილებით პირად სარგებელს ცოტა ხნით ნახავენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 20 კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გადაუგზავნა.