“საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა ნატოში შესვლა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“
“საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა ნატოში შესვლა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“

A+ A-

11:50 11/09/2019

პარტია“ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “2020NEWS” - თან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები მზად არის თუ არა ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შეუერთდეს, აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს მოსახელობამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

“ამ გადაწყვეტილებამ, შეიძლება, რომელიმე რეგიონში პროვოცირება მოახდინოს. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი. თუ საქართველოს მოსახლეობა საჭიროდ ჩათვლის, რომ ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შესვლა მისაღებია, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მზად არის თუ არა ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შეუერთდეს.