გურჯაანში მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ
გურჯაანში მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ

A+ A-

12:11 11/09/2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეები აქციას მართავენ. ისინი სოფელ ზეგაანის მიმდებარედ შეიკრიბნენ და ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

„მოსავალს ვიღებთ, მაგრამ ყურძენი ლპება და დროულად ვერ ვაბარებთ. ფასს რომ თავი დავანებოთ, ქარხანა არ იღებს და რაც გვაქვს ისიც ფუჭდება. დაცინვაა 70 თეთრი, დანახარჯსაც ვერ ანაზღაურებს. რქაწითელი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევენახეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

ფერმერების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. დღეს მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდებიან.