შსს - მ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, გამოძიება დაიწყო
შსს - მ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, გამოძიება დაიწყო

A+ A-

12:25 11/09/2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი შსს-სგან აღნიშნულთან დაკავშირებით ელოდებიან ინფორმაციას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ზომებს მიმართავენ ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით.