მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში ხვალ გაიმართება
მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში ხვალ გაიმართება

A+ A-

12:53 11/09/2019
„2020NEWS“ - ის ინფორმაციით მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 
 
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს საქართველოში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია არსებობდეს ახალი გამაერთიანებელი ძალა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.