პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნება
პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნება

A+ A-

13:07 11/09/2019

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სამუშაო ჯგუფის შემქნის ვადა დღეს ეწურებოდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო მოსმენები.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა.