პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დატოვოს - სალაძე
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დატოვოს - სალაძე

A+ A-

13:30 11/09/2019

„პროკურატურამ უნდა შეასრულოს ყველა მოქმედება, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით'' ,- ამის შესახებ ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თანვმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ ე.წ. შანტაჟის წერილის საქმეს.

მისი თქმით, პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქმე ობიეტურად იყოს გამოძიებული.

“ის, რომ არის თუ არა გიორგი გახარიას ანაბეჭდები ამ წერილზე, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ ის, რომ ამაზე ვიმსჯელოთ საჭიროა პროკურატურამ გამოიყენოს ის უფლბამოსილება, რაც გააჩნია და ჩაატაროს გამოძიება. წინასწარ იმის თქმა, რომ არ იქნება გამოძიება ჩატარებული ამ დასკვნის მიუხედავად და პროკურატურა არ შეასრულებს ყველა საჭირო მოქმედებას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არავინ ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას არ აპირებს“- განაცხადა სულხან სალაძემ.