''მუქარის წერილზე“ ინგლისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი - ხაზარაძის ადვოკატი
''მუქარის წერილზე“ ინგლისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი - ხაზარაძის ადვოკატი

A+ A-

13:43 11/09/2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ''მუქარის წერილზე“ ინგლისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი.

კორძაძის თქმით, ახლა გამოძიებამ საქმე ობიექტურად უნდა გამოიძიოს.

“ ჩვენ მივიღეთ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა , რომელზეც არის ის ანაბეჭდები, რომელიც გამოავლინა ინგლისის ექპერზიცამ. ჩვენ ალბათ ერთი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრული დოკუმენტაცია პეროკურატურაში წარვადგინოთ. დისკს წარვადგენთ პროკურატურაში. მასზე არის ათეულობით ხელმოწერა, დანარჩენი გამოძიების საქმეა, მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჯდების იდენტიფიკაცია, შემდეგ გამოკითხოს პირები  და უნდა დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭრდი მათ წერილზე“ , - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

„თიბისი ბანკის'' დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია ითქვას, ვისი ხელმოწერაა ე.წ. შანტაჟის წერილზე.

მისი თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

''რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია ითქვას ამ ეტაპზე ვისი ხელმოწერა არის წერილზე, ეს გამოძიების საქმეა'' - განაცხადა ზვიად კორძაძემ.