"კორუმპირებული", "გაფარჩაკებული"... - ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს დაუპირისპირდა
"კორუმპირებული", "გაფარჩაკებული"... - ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს დაუპირისპირდა

A+ A-

14:00 11/09/2019

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერს კახა კალაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა კალაძეს "კორუმპირებული", კალაძემ ხაბეიშვილს კი "გაფარჩაკებული" უწოდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მას მთავრობის სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა უარი უთხრეს, რის შემდეგაც ის კახა კალაძეს დერეფანში ელოდებოდა, რათა მისთვის ეკითხა რატომ გამოიყო თანხა ბიუჯეტიდან მთავრობის სხდომათა დარბაზის გასარემონტებლად.

"153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი", - მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.

ამაზე კალაძემ უპასუხა: "ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული".