მსგავსი მტკიცებულებებით არ შეიძლება აღიძრას საქმე ფულის გათეთრებაზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი
მსგავსი მტკიცებულებებით არ შეიძლება აღიძრას საქმე ფულის გათეთრებაზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

A+ A-

14:50 11/09/2019

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ეკატერინე ეგუტიას განცხადებით, პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით აბსურდულია.

''ფულის გათეთრების ნაწილში დანაშაულის დეფინიციაში არ ჯდება ის, რასაც აღწერს პროკურატურა. პროკურატურის მიერ წარმოდგემილი ყველა დანართი არის ჩვენი სასარგებლო, ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს ამ მასალებს რომ წარმოადგენს. იმედია სასამართლო პირდაპირ შეწყვიტავს საქმეს. მსგავსი მტკიცებულებებით არ შეიძლება აღიძრას საქმე ფულის გათეთრებაზე'' , - განაცხადა ეკეტერინე ეგუტიამ.