ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

A+ A-

20:38 11/09/2019

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომ განვითარებაში. გისურვებთ წარმატებებს, ძალასა და მიღწევებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“ – ნათქვამია ანგელა მერკელის მისალოც წერილში.