პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

A+ A-

20:50 11/09/2019

იურიდიულ საკითხთა კიმიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი განიხილავს მოსამართლეობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინებასთან თანდართულ მასალებს. ჯგუფი დაადგენს შეესაბამება თუ არა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია კონსტიტუციის და სხვა კანონის მოთხოვნებს. კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის კვოტები განსაზღვრა.

თითოეული ფრაქციიდან თითო წევრია წარმოდგენილი. „ქართული ოცნებიდან“ 7 წარმომადგენელი იქნება, ესენი არიან: რატი იონათამიშვილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მდივნის ფუნქციას შეითავსებს, ასევე ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე.

“პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ლევან გოგიჩაიშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობას“ ჯგუფის წევრის კანდიდატი ჯერ არ შეუთავაზებია. “ევროპულმა საქართველომ“ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი თქვა. გარდა პარლამენტის წევრებისა, ჯგუფის წევრები არიან იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა.