“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყება“
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყება“

A+ A-

21:02 11/09/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა.