რას წერს ბრიტანული მედია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინაააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე
რას წერს ბრიტანული მედია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინაააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე

A+ A-

22:06 11/09/2019

„სტივენ ქეი QC უერთდება იურისტთა გუნდს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული ბანკის დამფუძნებლებს იცავს.


იურისტთა გუნდმა, რომელიც წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, დღეს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მათ უკვე აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა საქმე წარადგინონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. ქართველი იურისტების გუნდს შეუერთდა ორი ძალზედ პატივცემული საერთაშორისო იურისტი, სტივენ ქეი QC, ლონდონის ბედფორდ როუს საადვოკატო ბიურო, და ვინსენტ ბერგერი პარიზიდან. როგორც აღნიშნეს, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული აღნიშნულ საქმეში, განსაკუთრებით ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით.

ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა: ”მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ უკვე რამდენჯერმე მიმართა შუამდგომლობით დიდ ბრიტანეთს. ამავე დროს, ჩვენ უკვე გვაქვს მასალები საქმეში, რომლითაც შეიძლება მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. ამ მიზნით საქმეში ორი მეტად გამოცდილი და კვალიფიციური საერთაშორისო ადვოკატი ჩავრთეთ ”, - განაცხადა კორძაძემ.

თბილისში საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის ფაქტი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდება წარდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე განაცხადა, გაამძაფრა შეშფოთება. იმ ფაქტმა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინანდელ გარიგებას, ასევე გაჩნდა ეჭვი, იმის შესახებ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე როგორც აშშ – ს საელჩომ.

გარდა იმისა, რომ ვშიშობთ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს გენერალური პროკურატურის ქცევა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ამ კვირაში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რომელზეც დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

”პროკურატურა ცდილობს, ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე”, - განაცხადეს მათ.

6 სექტემბერს დიპლომატებისთვის დახურული ბრიფინგი დაიგეგმა, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ჯაფარიძის საქმის სასამართლო განხილვამდე ექვსი დღით ადრე, რომელიც 12 სექტემბერს იყო დანიშნული. შეხვედრის დრომ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ჩათვალეს, რომ აღნიშნული დრო განზრახ იყო დანიშნული, რათა შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზის შესაბამისი ფორუმის გარეთ.

მალევე იმის შემდეგ, რაც ბატონებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განცხადება გამოაქვეყნეს, გენერალურმა პროკურატურამ საჩქაროდ გადაიტანა მოწვევა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს "ლოგისტიკური მიზეზების" გამო. პარალელურად, აღნიშნული ორი პიროვნების სასამართლო პროცესი გადაიდო 10 ოქტომბრამდე, რამაც გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურატურა კვლავ გეგმავდა "წინასწარ განხილვას" დიპლომატიური კორპუსისთვის, რომელთანაც სასამართლოს ახალ თარიღამდე აპირებდა შეხვედრას.

გენერალური პროკურატურა უარყოფს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან უნდა ჩაეტარებინა დახურული შეხვედრა, და აღნიშნავს:

”რაც შეეხება ბრალდებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე. წ. დახურული შეხვედრის შესახებ 6 სექტემბერს, ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხვედრა არ დაგეგმილა. უცხოელი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ მომზადებული მოხსენება გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.”