სასამართლო დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავს
სასამართლო დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავს

A+ A-

10:47 12/09/2019

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლო სხდომის საჯაროობაზე შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.