მამუკა ხაზარაძე “ოცნების“ ხმათა ნახევრის მოპოვებას ვერ შეძლებს - პაატა ზაქარეიშვილი
მამუკა ხაზარაძე “ოცნების“ ხმათა ნახევრის მოპოვებას ვერ შეძლებს - პაატა ზაქარეიშვილი

A+ A-

11:01 12/09/2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშილი “2020NEWS“ -თან “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელბის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახალი ძალა პოლიტიკაში სიახლეს შემოიტანს, თუმცა არჩევნებში “ქართული ოცნების“ მხარადამჭერთა ნახევარი ხმების მოპოვებასაც ვერ შეძლებს.

„ქართული ოცნება“ დისკრიდიტირებულია, რადგან მან ვერ მოახერხა სახელმწიფო კრიზისიდან გამოეყვანა, რომელშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიყვანა. შეიძლება, პოლიტიკაში სიახლე მამუკა ხაზარაძემ შემოიტანოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მისმა პარტიამ იმ ხმების ნახევარი მოიპოვოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე მოიპოვა“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება.