მეხუთე მუხლის გარეშე ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს - აპატურაი
მეხუთე მუხლის გარეშე ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს - აპატურაი

A+ A-

11:08 12/09/2019

მე ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე ორ რეგიონთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი წერს.

„მე ვერ ვხედავ ნატოში იმის სურვილს, რომ ეს მოხდეს, არც იმის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ამ იდეის დროულობას უზრუნველყოფს. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო იქნება საქართველოში, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, - განაცხადა აპატურაიმ.

შეგახსენებთ, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იან ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის შემდეგ, საქართველოს ნატოში გაწვრიანებასთან დაკავშირებით, რომელიც მე-5 მუხლის ამოქმედებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორია ზეგულისხმობს, ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.