ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური მოძრაობა - კილაძე
ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური მოძრაობა - კილაძე

A+ A-

11:49 12/09/2019

უმრავლესობის დეპუტატის სოფო კილაძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის შექმნის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია. საუბარია მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.

თუმცა, სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.

„ბუნებრივია, ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური მოძრაობა, დაარსოს პოლიტიკური პარტია, თუ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კანონშია მოცემული. ეს თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითაც და დე ფაქტო გარანტირებულია. დანარჩენი, კონკრეტული პარტია რა ხმებს აიღებს და ა.შ. ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი შანსი აქვს გაიმარჯვოს 2020-ის არჩევნებში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.