შიში მაინც ოხერი რამეა, მით უფრო თუ მას ბიძინა ჰქვია - ნათელაშვილი
შიში მაინც ოხერი რამეა, მით უფრო თუ მას ბიძინა ჰქვია - ნათელაშვილი

A+ A-

13:39 12/09/2019

ხაზარაძეზე მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება.

"ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლად ჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი ემიგრანტები. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ. შიში მაინც ოხერი რამეა, მით უფრო თუ მას ბიძინა ჰქვია", - წერს პირველი ლეიბორისტი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი გუნდის პრეზენტაცია მოაწყო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც “ლელო” დაარქვა.