საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

ქიბარ ხალვაში მამუკა ხაზარაძეს გემოვნებას უწუნებს
ქიბარ ხალვაში მამუკა ხაზარაძეს გემოვნებას უწუნებს

A+ A-

13:47 12/09/2019

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ყალბ პერფორმანს უწოდებს. 

„მე მგონი, უნდა დამთავრდეს უგემოვნო (მის დამდგმელს "ძაანი" რომ ჰგონია), უშინაარსო და ყალბი პერფორმანსების პერიოდი საქართველოში“, წერს სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაში. 

შეგახსენებთ, დღეს  “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი გუნდის პრეზენტაცია მოაწყო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც “ლელო” დაარქვა.

 
 
 
 

მსგავსი თემები