ხაზარაძის რიტორიკა ბიზნესის რიტორიკას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკის - ჭიჭინაძე
ხაზარაძის რიტორიკა ბიზნესის რიტორიკას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკის - ჭიჭინაძე

A+ A-

13:58 12/09/2019

დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის რიტორიკა ბიზნესის რიტორიკას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკის.

მისი თქმით, ადამიანი რომელიც წლების განმავლობაშს ხალხს ძარცვავდა წარმატებას ვერ მოაღწევს.

“12 ლიდერს ვეძებო მგონი მოციქულები ჰგონია, ისე მისი წარსული უფრო "ალიბაბა და 12 ყაჩაღს" ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. ვურჩევდი, რომ პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს, უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტურებული ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები ხალხისთვის არ ზრუნავენ, როგორც კლასიკური გაგებით, ბიზნესის გაგებით არის. ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ ასე უნდა საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაასრულებს. მისი რიტორიკა უფრო ბიზნესის რიტორიკას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკის. პოლიტიკაში ძირითადი გამოწვევა არის, რომ ბიზნესი დაბალანსებული იყოს და ხალხის ინტერესები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში რატომღაც მეორე პლანზეა“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, დღეს  “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი გუნდის პრეზენტაცია მოაწყო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც “ლელო” დაარქვა.