ტელეკომპანია “ფორმულას“ “პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ნიკა საჯაია შეუერთდა
ტელეკომპანია “ფორმულას“ “პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ნიკა საჯაია შეუერთდა

A+ A-

14:13 12/09/2019

“პალიტრანიუსის“ წამყვანი ნიკა საჯაია, კარიერას ტელეკომპანია “ფორმულაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია, “2020NEWS“- თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციით, დავით კეზერაშილის ტელევიზიას, დავით ქაშიაშვილიც შეუერთდა. ნიკა საჯაია კოლეგებს უკვე დაემშვიდობა და გამოსათხოვარი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “3 წელი, 3 თვე და 8 დღე - ჩემი თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის საუკეთესო პერიოდი, რომელსაც საპატიო ადგილი ექნება მომავალში. მადლობა გუნდს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა განვითარების და სურვილი უკეთესის შექმნის. მადლობა ნდობისთვის, გაძლებისთვის და იმ გარემოს შექმნისთვის, რომელიც ბევრისთვის სანატრელია. ძნელია, მაგრამ მივდივარ, თუმცა ვიცი სად არიან საუკეთესოები და სად დამხვდებიან მეგობრები, ამიტომ არავის ვემშვიდობები. პალიტრას გუნდის წევრობა, ნამდვილად პატივია და მე ეს პატივი მხვდა წილად“, - წერს საჯაია.

უცნობია, მის ნაცვლად ვინ წაიყვანს გადაცემა “პალიტრანიუსის“ გადაცემას  “შვიდი ერთის წინააღმდეგს“.