იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

14:52 12/09/2019

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ La Nuova იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, 42 წლის კ. კ. ქალაქ მესტრეში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით მას ბინების საკეტების გატეხვის სპეციალური ტექნიკა ჰქონდა, რომლის გამოყენებისას ის კვალს არ ტოვებდა.

კაცი სახლებში პლასტიკური ბარათის საშუალებით აღწევდა და ღამეში 3-4 ბინის გაქურდვას ახერხებდა.

La Nuova-მ საკუთარ Youtube გვერდზე ატვირთა მესტრის პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელზეც დაკავებულის მიერ ერთ-ერთი ბინის გაქურდვის პროცესია ასახული.