გიორგი ქობულიას “ლელოში“ გაწევრიანებას გამოვრიცხავ - ლევან ბოძაშვილი
გიორგი ქობულიას “ლელოში“ გაწევრიანებას გამოვრიცხავ - ლევან ბოძაშვილი

A+ A-

15:07 12/09/2019

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელო“ პრეზენტაცია გამართეს. ამ მოძრაობაში იურისტი ლევან ბოძაშვილიც გაერთიანდა, რომელმაც “2020NEWS” - თან გაერთიანების ხედვებისა და სამომავლო გეგემების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით,  საზოგადოებრივი მოძრაობა ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და არა ერთი ადამიანის მიერ, როგორც ეს, მაგალითად, “ქართული ოცნების“ შემთხვევაში მოხდა. 

-ბატონო ლევან, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაერთიანდით. აღნიშნული მოძრაობა რა პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა? და რა ამოცანების განხორციელებას ისახავს  მიზნად?

-ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არის დაფუძნებული ჰარკნესის პრინციპზე, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სფეროში წრამატებული ლიდერების გაერთიანებას, რათა ერთობლივი ხედვითა და ძალისხმევით მოხდეს კონკრეტულ სფეროებში საზოგადოების თუ ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და სწრაფი გარდატეხის შეტანა მასშტაბური რეფორმირების თვალსაზრისით. ამ ორგანიზაციაში უკვე არის დაწყებული მუშაობა, კერძოდ, დაწყებულია სხვადასხვა სფეროს მიხედვით, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება. ეს სფეროები ეხება, როგორც საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას, ისე სამართლებრივ საკითხებს, მართლმსაჯულებას, ეკონომიკას, ჯანდაცვასა და განათლებას. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმის სურვილი, რომ თითოეული სფეროს რეფორმირება მოგვეხდინა.

მოძრაობა პრაქტიკულად ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და არა ერთი ადამიანის მიერ. ჩვენ შევცვალეთ ის აპრობირებული წესი, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში სტერეოტიპულად არსებობდა, კერძოდ, ერთი ადამიანის ირგვლივ იკრიბებოდა სხვადასხვა ადამიანი. ჩვენ კი ყველამ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა. ისევე არის მამუკა ხაზარძე ამ მოძრაობის წევრი, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანი.

- საზოგადოებრივი მოზრაობა “ლელო“ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება?

-არ მგონია, რომ ეს მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. ეს მოძრაობა დარჩება, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივ მოძრაობად. პოლიტიკური პარტია თუ შეიქმნება, ის იქნება ცალკე გაერთიანება.

- თავად თუ აპირებთ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიაში პატიაში გადასვლას?

-ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ვაპირებ დავაკვირდე კარგად როგორ განვითარდება მოძრაობის საქმიანობა. მაქსიმალურად ვარ და ვიქნები ჩართული მოძრაობის საქმიანობაში.

ზოგადად, ქვეყანაში ჯერ იქმნებიან პარტიები და მერე იწყებენ ფიქრს, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. ჩვენ ასე არ გავაკეთებთ. გვსურს ძალიან დეტალურად მოსახლეობის სატკივარი პრობლემები შევისწავლოთ და ამის საფუძველზე შევიმუშავოთ ის სარეფორმო ხედვები და სტრატეგიები, რომლებიც არის საჭირო.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც შეუერთდება. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

-გიორგი ქობულიას მოძრაობაში გაერთიანებას, პრაქტიკულად, გამორიცხავ. ამაზე საუბარიც არასდროს ყოფილა. ორგანიზაციაში ისე არ შემოდიან ადამიანები, რომ წევრებმა არ ვიცოდეთ. ყველა პროცესი ძალიან გამჭვირვალეა.

- რაც შეეხება იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის მამუკა ხაზარაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. კონსულტაციები ვერ შედგა თუ  დოლიძეს მალე თქვენს მოძრაობაში ვიხილავთ?

-ანა დოლიძესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ეს საკითხი ჩემამდე არ მოსულა. ნამდვილად არ ვიცი მასთან დაკავშირებით რა გადაწვეტილებაა მიღებული.

-აგრეთვე,  მამუკა ხაზარაძესთან ერთად მოიაზრებოდა ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი, გიორგი კვირიკაშილი და გიორგი მარგველაშილი. ისინი ხაზარაძესთან ერთად არ იქნებიან?

-  შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საუბარიც არ ყოფილა ამ თემაზე.

 - ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე რას გვეტვით? მამუკა ხაზარაძემ მასთან ალიანსი არ გამორიცხა.  

-ვერ გეტყვით. ამის შესახებ არაფერი მსმენია. თუ ხაზარაძემ არ გამორიცხა, ალბათ, საკითხი რაღაც ეტაპზე განიხილება.  

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე