საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

ცალი თვალით შევხედე ამ კრიალოსანი ბიჭების შეკრებას - სააკაშვილი ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციას აფასებს (ვიდეო)
ცალი თვალით შევხედე ამ კრიალოსანი ბიჭების შეკრებას - სააკაშვილი ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციას აფასებს (ვიდეო)

A+ A-

15:16 12/09/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვით, მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება. სააკაშილი, ხაზარაძეს „კრიალოსან ბიჭად“ მოიხსენიებს და ივანიშვილთან ერთად მევახშესაც უწოდებს.

“ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას, ანაკლიაში - ლაზიკაში. ვნახე, ამ კრიალოსანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსანმა ბიჭებმა, თეთრ-ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ ეს წრე უკვე გაარღვია. ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს. ამ ხალხმა ივანიშვილი მოიყვანა, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებში. მართლა, ხომ არ ჰგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს. რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ანაკლიის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი დამთავრებული იქნებოდა და იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება - და არა ოლიგარქის საკუთრება და არა მორიგი მევახშის საკუთრება. მერე ივანიშვილი ხაზარაძეს მოელაპარაკა, პორტის მშენებლობა ერთად გააჩერეს და ერთად მიითვისეს ეს პორტი. ახლა, რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და მის ჯიბეზე უნდა იმუშაოს? ახლა ივანიშვილი და ხაზარაძე ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ხაზარაძეს ცოტა მეტი მოუნდა და ივანიშვილმა „მოსვა“. მართლა ხომ არ ბნელა, ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ ვიღაც წვრილი მევახშე დაემატონ, ერთი მევახშის მერვე წლისთავზე. ქართველები სულელები ხომ არ გგონიათ? საქართველო დაუბრუნდება მევახშეებისა და კრიალოსანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში დაცული იქნება, შემოვა 10 მილიარდი ინვესტიცია, ერთი გადასახადის ქვეყანა იქნება. საქართველოს წრაფი გადახდის ქვეყანა იქნება და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი. ამას მე გეუბნებით მიხეილ სააკაშილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ. მე ყველაფერი შევასრულე“, - ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს  “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი გუნდის პრეზენტაცია მოაწყო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც “ლელო” დაარქვა.

მსგავსი თემები