კრამერს და ბრაიზას საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ - ინაშვილი
კრამერს და ბრაიზას საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ - ინაშვილი

A+ A-

17:25 12/09/2019

უახლოეს დღეებში „პატრიოტთა ალიანსი“ ბიუროს ე.წ კრამერ-ბრაიზას სიით მიმართავს. მისი თქმით, ამ სიის წევრებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ.

„ამ სიაში ჩვენ შევიყვანთ ყველა იმ უცხოელ დიპლომატს თუ ექსპერტს, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველს ხალხს, და რომლებსაც ამ სიის მიხედვით აეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა. ამ სიაში ცხადია, პირველ-მეორე ადგილს კრამერი და ბრაიზა დაიკავებენ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი სასტუმრო „რუმსში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. დევიდ კრამერი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა, მეთიუ ბრაიზა კი, ცილისწამებაში.

ირმა ინაშვილი საქართველოს პროკურატურასაც მიმართავს, რომ ბრაიზას და კრამერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.