ვერ გამოვხატავ სიტყვებით, რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოსადმი - მედლინ მუნი
ვერ გამოვხატავ სიტყვებით, რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოსადმი - მედლინ მუნი

A+ A-

17:32 12/09/2019

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეს თანამშრომლობა, მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნიმ საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, მისი სურვილი იყო საქართველოში უფრო ადრეც ყოფილიყო, მარგამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რამაც შეაჩერა.

“მაგრამ როგორც მე ჩვენი შეხვედრის დროს აღვნიშნე, ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩემთან ერთად ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ, ვუსმენთ, ვხედავთ რა ხდება აქ”, - აღნიშნა მედლინ მუნიმ.

მისი თქმით, როდესაც ლონდონში დაბრუნდებიან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, წევრ ქვეყნებს მოახსენებს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოშია.

“ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატოს საპარლმაენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვყენებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რაც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ, არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევ დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია. ყოველთვის არსებობს გამოწვევები დემოკრატიის პროცესში, ეს არის რთული მაშინაც, როდესაც დიდი ხანია ჩართული ხართ ამ პროცესში და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ და მე მესმის ის იმედგაცრუებებიც, რომ ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მე მინდა გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, იმიტომ, რომ როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით. თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის და მე ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია იყოს მყარი და სრულუფლებიანი წევრი ამ ოჯახის. ჩვენ ვუყურებთ ამ პროგრამას(შეხვედრების პროგრამას) და მე მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა, ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, ყველა შესაძლებლობა გახსნილია და შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი. ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებელია, რომელიც მზად არის დემეონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე ამ პროგრამისთვის, იმიტომ რომ სანამ დავიწყებდით ამ პროგრამას, ეს უკვე თვალნათელი გზავნილია თქვნეი ღიაობის”, - აღნიშნა მედლინ მუნიმ.