ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია 13 სექტემბერს პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია 13 სექტემბერს პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს

A+ A-

18:36 12/09/2019

ხვალ 13 სექტემბერს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს.

დროებითი კომისია ახალ თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევს, ასევე დებულების პროექტს დაამტკიცებს. კომისიას ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან იქნებიან: გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, და გიორგი გაჩეჩილაძე.

„ევროპული საქართველოდან“: გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე. ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატებიდან“ - ადა მარშანია. “ნაციონალური მოძრაობიდან“ - რომან გოცირიძე, ხოლო ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით - გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი.