ვინ აპირებს ხაზარაძესთან ერთად “ლელოს“ დადებას
ვინ აპირებს ხაზარაძესთან ერთად “ლელოს“ დადებას

A+ A-

18:12 12/09/2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია. ახალი მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით „ლელოს“ გუნდის წევრები გახდნენ.

ლევან ბოძაშვილი - იურისტი, კონსტიტუციონალისტი

დეა მეტრეველი - წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

საბა ბუაძე - იურისტი

გია გუგუშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორი, მხატვარი

ლევან კობახიძე - იურისტი

თინა მამულაშვილი - „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის დირექტორი

თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ქეთი მატაბელი - მხატვარი

მაია ჩიკვაიძე - მხატვარი

კახა კოჟორიძე - ადვოკატი. ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

შეგახსენებთ, დღეს ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

წყარო: რადიო თავისუფლება