გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხვალ მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხვალ მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება

A+ A-

18:58 12/09/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხვალ მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგი ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.