სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ტელევიზიის პარტნიორი - მამუკა ხაზარაძე
სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ტელევიზიის პარტნიორი - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

20:15 12/09/2019

სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ტელევიზიის პარტნიორი, - მიმართა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ახლა პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ინგა გრიგოლიამ ხაზარაძის კომპლიმენტი არ მიიღო და განუცხადა, რომ მას და ზოგადად, ჟურნალისტებს არ სურთ პარტნიორად პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ახალი პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" დააფუძნა.