ვლადიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სექტემბერში შედგება
ვლადიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სექტემბერში შედგება

A+ A-

13:16 13/09/2019

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ასევე მოსალოდნელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა უკრაინას, რუსეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რაც უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს, განთავსდება თუ არა დონბასში მშვიდობისმყოფელების მისია, რაზეც ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა, რომ არ სურს აღნიშნული ტერიტორია დნესტრისპირეთს დაემსგავსოს, სადაც რუსეთის ჯარები მუდმივად არიან განთავსებული.