სიონის ტაძარში ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სიონის ტაძარში ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

A+ A-

13:43 14/09/2019

სიონის საკათედრო ტაძარში ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე უკვე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ.

სამოქალაქო პანაშვიდზე მოადგილეებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ნოდარ ხადურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ასევე სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

ნოდარ ხადურს დღეს 14 საათზე დაკრძალავენ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა