სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს
სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს

A+ A-

14:03 14/09/2019

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის დაახლოებით 20 უცხოელი წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან.

ზოგიერთი წყვილი იუსტიციის სახლში ყოველდღე დადიოდა, გახსნის საათებიდან დახურვამდე და დაბადების მოწმობების მიღებას მოითხოვდა.

დღეს იუსტიციის სახლი მოქალაქეებისთვის არ გაიხსნა.

დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაარღვიეს.