ანკარაში დღეს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება
ანკარაში დღეს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

A+ A-

13:59 16/09/2019

ანკარაში დღეს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. სამიტი სირიის პრობლემას ეძღვნება. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

პრეზიდენტების შეხვედრა სირიის პროვინცია იდლიბში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჩაივლის.

იდლიბის საკითხის გარდა ერდოღანი, პუტინი და როუჰანი განიხილავენ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხს. კომიტეტის შემადგენლობა ფაქტობრივად შეთანხმდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის აგვისტოში, „ასტანის ფორმატის“ ბოლო რაუნდის დროს. შესაძლოა დღეს ამ კომიტეტის შექმნა ოფიციალურადაც გამოცხადდეს.