თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების იმპორტი შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს
თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების იმპორტი შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

A+ A-

18:31 16/09/2019

 თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი შესაზლოა დღგ-სგან გათავისუფლდეს.

ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელის ინიციატორებიც დეპუტატები აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური და კობა ნარჩემაშვილი არიან. კანონპროექტით, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების ნუსხას, რომელიც დღგ-სგან გათავისუფლდება, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავენ.

„2018 წლის 1 მაისს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება. ამ პროცესს თან სდევს თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება. ვინაიდან მას ახასიათებს მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდიქცია, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პარლამენტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა უკვე დაიწყო.