20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული სოსო ბაჯელიძე ბრალის აღიარების შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული სოსო ბაჯელიძე ბრალის აღიარების შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

A+ A-

18:44 16/09/2019

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს უფლება-მოვალეობები განუმარტა და ჰკითხა - ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს, რაზეც სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

აღიარების შემდეგ, სოსო ბაჯელიძეს პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.