სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

A+ A-

23:53 16/09/2019

სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - ქვეყნის პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ფაქტს ადმინისტრაცია ამ დრომდე მალავდა. ოთხმეზურებმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მედიისგან გაიგო.

ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება საბოლოოდ მაინც მოხერხდა.

დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

ასლან ბეჟანიძე 12 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.