გიორგი გახარია "ტვიტერზე" გააქტიურდა
გიორგი გახარია "ტვიტერზე" გააქტიურდა

A+ A-

10:01 18/09/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ტვიტერზე გააქტიურდა.

გაპრემიერების შემდეგ მას ტვიტერზე 5-ზე მეტი განახლება აქვს გაკეთებული.

პრემიერი განახლებებს ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვეყნებს. ის ტვიტერის აუდიტორიას მის სხვადასხვა აქტივობას აცნობს პრემიერის რანგში, საუბარია შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობაზე და ა.შ.

ცნობისთის, საქართველოს ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფეისბუქის ოფიციალური გვერდი არ აქვს. გიორგი გახარია ფეისბუკით არც შს და ეკონომიკის მინისტრობისას სარგებლობდა.

ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ გიორგი გახარია პირველი პრემიერია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფეისბუკზე წარმოდგენილი არ არის. წინა პრემიერები ფეისბუქს აქტიურად იყენებდნენ მათთან დაკავშირებული სიახლეების გასავრცელებლად. მამუკა ბახტაძემ პირველად სწორედ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობას ტოვებდა. ფეისბუქის ოფიციალური გვერდები ამჟამად გაუქმებული აქვთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს: გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.