გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

A+ A-

10:31 18/09/2019

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამასთან, მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.