რუსთავის საავადმყოფოში 18 წლის გოგო ცხვირის ოპერაციისთვის ნარკოზის გაკეთების შემდეგ დაიღუპა
რუსთავის საავადმყოფოში 18 წლის გოგო ცხვირის ოპერაციისთვის ნარკოზის გაკეთების შემდეგ დაიღუპა

A+ A-

10:35 18/09/2019

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.


დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ, სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.