მთავრობამ სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტს დავით ნარმანიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა
მთავრობამ სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტს დავით ნარმანიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა

A+ A-

10:09 18/09/2019

საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ეს სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანიაა.

ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც საკითხი საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

სემეკში აცხადებენ, რომ დავით ნარმანია გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც, ყოფილ თავმჯდომარეს,  ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 16 სექტემბერს შეუჩერდა.