საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

კენიაში დაიბადა ზებრა, რომელსაც ზოლების ნაცვლად, ლაქები აქვს
კენიაში დაიბადა ზებრა, რომელსაც ზოლების ნაცვლად, ლაქები აქვს

A+ A-

15:14 18/09/2019

ბევრი ადამიანისთვის ზებრა ცხენზე ლამაზი ცხოველია, ზებრაზე საყვარელი კი ზებრას ჩოჩორი, ხოლო ზებრას ჩოჩორზე გასაოცარი არსება, ისევ ჩოჩორია, ოღონდ თეთრი ლაქებით.

ვინც ასე ფიქრობთ გილოცავთ, რადგან ინტერნეტში ზებრას ნაშიერის ფოტოები გავრცელდა, რომელსაც შავ-თეთრი ზოლების ნაცვლად, ტანი თეთრი ლაქებით აქვს დაფარული.

ფოტოები ველურ ბუნებაში, უფრო კონკრეტულად კი კენიაშია გადაღებული, ისინი ცნობისმოყვარე პატარასა და მის მზრუნველ დედას ასახავენ, რომელიც შვილს გვერდიდან არ სცილდება.

უჩვეულო ვიზუალის მქონე ცხოველი ფოტოგრაფებმა რაჰულ საჩდევმა და ანტონი ტირამ გადაიღეს, რომლებიც ასევე კენიაში, მასაი მარას ნაკრძალში ტურისტებისთვის საინტერესო ტურებს აწყობენ.

 

ადგილობრივი ველური ბუნების სპეციალისტი, პარმალე ლემინი კი ამბობს, რომ პატარას მელანიზმი სჭირს და იმასაც აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, აფრიკის ნაკრძალებში დაბადებული ლაქებიანი პატარა ზებრები დიდხანს ვერასდროს ცოცხლობენ ხოლმე.