შეწყალების “ სადავო აქტი“ ითვალისწინებს გამონაკლისს - კახა კოჟორიძე
შეწყალების “ სადავო აქტი“ ითვალისწინებს გამონაკლისს - კახა კოჟორიძე

A+ A-

17:12 18/09/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთი წევრი კახა კოჟორიძე “2020NEWS“ -თან იმ სადავო აქტის შესახებ საუბრობს, რომელის მიხედვით, პრეზიდენტს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება გარკვეული გარემოებების გარეშე არ შეუძლია.

“დღეის მდგომარეობით არ ვიცი ეს აქტი არსებობს თუ არა და იურიდიული ძალა აქვს თუ არა. ამ აქტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე პრეზიდენტმა მსჯავრდებული არ უნდა შეიწყალოს, პრეზიდენტს იქვე აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ამ წესისაგან გადახვევითაც მოხდეს შეწყალება. იურიდიული თვალსაზრისით ვერ ვიტყოდით, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან თავად ეს აქტი ითვალისწინებდა გამონაკლისს“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, არსებობს პრეზიდენტის ბრძანებითვე დამტკიცებული აქტი, რომლის მიხედვით, შეწყალება არ გამოიყენება იმ სჯავრდებულების მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. შეფარდებული აქვს თავისუფლების არკვეთა 5 წელზე მეტი ვადით და სასჯელის ნახევარი არ აქვს მოხდილი.