ხვალ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს
ხვალ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს

A+ A-

18:17 18/09/2019

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივა. ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წარუდგენს.

დოკუმენტი 447-გვერდიანია, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა. ანგარიშში  ნათქვამია, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.

2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.