მორიგი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შუშის სასახლეში
მორიგი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შუშის სასახლეში

A+ A-

18:28 18/09/2019

უახლოეს მომავალში შესაძლოა მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდეს. ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთი გადათამაშება მოხდება და ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას დატოვებს. თურნავა ენერგეტიკის სამინისტროს ჩაიბარებს.

ტელეკომპანია “მთავარის“ ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილე ნინო ჯავახაძე დაიკავებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სავარძელს, გახარიას კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ჩაიბარებს და იგი კახა კახიშვილს შეცვლის.

ამ ეტაპზე უცნობია სამთავრობო კარუსელის მორიგი დატრიალების შემდეგ რა თანამდებობას დაიკავებს კახა კახიშვილი.

საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა,  ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში მიღებენ.