სალომე ზურაბიშვილი გვარცხვენს და უნდა გადადგეს - იაგო ხვიჩია
სალომე ზურაბიშვილი გვარცხვენს და უნდა გადადგეს - იაგო ხვიჩია

A+ A-

18:54 18/09/2019

„უცხოელებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ რაციონალური ხალხი, გიჟები რომ არ ვეგონოთ, უნდა გავაგებინოთ, რომ გიჟი ავირჩიეთ, რადგან ფული გადაგვიხადეს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში "გირჩის აზრით"  განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სალომე ზურაბიშვილს თავისივე ნებით მოუწევს გადადგომა. მისი თქმით, ზურაბიშვილი რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და ილია II-მ აარჩევინა ქართველ ხალხს და პრეზიდენტის შეურაცხად ქმედებებზე პასუხისგება, სწორედ ამ ორ ადამიანს მოუწევს. ზურაბიშვილი არის ფრანგი პენსიონერი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია რამე ტიპის პასუხისმგებლობა, ციხეში თუ არ ჩასვამ. - ამბობს იაგო ხვიჩია.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ზოგადად ადამიანებთან აქვს საშინელი დამოკიდებულება და უბრალოდ შეურაცხადია.

"ნებისმიერი მისი კომუნიკაცია ნორმალურ საზოგადოებასთან დამთავრდება აცდენით და ეს მოხდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ნებისმიერ შეხვედრაზე, ამიტომ არ მიმაჩნია მართებულად მსგავსი ტიპის ადამიანი საქართველოს სახელით ჩადიოდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები გამოიყენოს ვინმემ რაიმე პროცესის ლეგიტიმატორად - აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაიმიჯნოს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის განცხადებები არასოდეს არ იქნება ერის პოზიცია და თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა განახორციელოს ზეწოლა რათა სალომე ზურაბიშვილი გადაგდეს.

ზურაბიშვილის შეფასებისას იაგო ხვიჩია კატეგორიულია, მისი თქმით, დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო გაუარესდება და ნებისმიერი ხელისუფლება ეცდება, ასეთი პრეზიდენტის რამე ფორმით მოშორებას. მათ შორის, არც პატიმრობას გამორიცხავს.

„მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ადამიანების შეწყალებაზეა მსჯავრდებული. მე არ მინდა სალომე ზურაბიშვილი ციხეში მოხვდეს, მაგრამ არც იქ მინდა იყოს, სადაც ახლა ზის. უნდა გადადგეს, მე უნდა ვიყო ამ იდეის ლობისტი, ის არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და სამარცხვინო რაღაცებს არ უნდა აკეთებდეს ქართველი ხალხის სახელით - გვარცხვენს ეს ადამიანი, ერს რომელსაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს მიღწეული - ამ ერს, ეს პრეზიდენტი არცხვენს“, -განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ერთი ძებნილი იყო.